კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებული მეგი დიასამიძე - არანაირ დანაშაულთან ბრძოლა არ არის, დევნა და დაშინებაა

სხდომის მდივანმა იკითხა, ბრალდებული რომელიაო, რომ დამინახა, ორი წუთი გაჩერებული მიყურებდა, ბრალდებული ეს არისო?, - ამის შესახებ თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებულმა 23 წლის მეგი დიასამიძემ სხდომის დასრულების შემდეგ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ამასთან, საქმე არსებითად განსახილველად გადაეცა სასამართლოს.

"ორი ცრუ მოწმე პოლიციელის ჩვენებაა, რომლებიც ამბობენ, რომ თურმე, სადღაც მნახეს იმ დღეს, ნიღბის გარეშე, მელიქიშვილის მიმდებარედ, აქციაზე, რაც ტყუილია და არ ყოფილა. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პროკურატურას რაც უნდოდა, ის დააკმაყოფილა, ამიტომ შემდეგი სხდომა 11 ნოემბერს ჩანიშნეს. აქ არანაირ დანაშაულთან ბრძოლა არაა, დევნა და დაშინებაა, სხდომის მდივანმა იკითხა, ბრალდებული რომელიაო, რომ დამინახა, ორი წუთი გაჩერებული მიყურებდა, ბრალდებული ეს არისო? გაკვირვებული თვითონ რჩებიან. არ მგონია, სამართალთან გვქონდეს საქმე, როგორც "სინდიდის პატიმრებთან" დაკავშირებით იყო ტყუილი ტყუილზე იყო აკინძული, ალბათ, აქაც ასე გაგრძელდება შემდეგი პროცესები",- განაცხადა დიასამიძემ.

ცნობისთვის, აქტივისტ მეგი დიასამიძეს კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000 ლარიანი, არასაპატიმრო გირაო შეუფარდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს