ეკა წერეთელი - მოხდა მოშიმშილეების განცალკევება, რის შემდეგაც პატიმარ გიორგი ჩიკვაიძეს ორჯერადად გონების კარგვის ეპიზოდი ჰქონდა

დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე მსჯავრდადებულის, გიორგი ჩიკვაიძის დედის, ეკა წერეთლის განცხადებით, 27 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00-დან 00:00-ის პერიოდში, მოშიმშილე პატიმრები ერთმანეთს დააშორეს, რის შემდეგაც გიორგი ჩიკვაიძემ ორჯერ დაეკარგა გონება.

როგორც ჩიკვაიძის დედა სოციალურ ქსელში წერს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ირაკლის, როგორც გიორგის ახლო ადამიანის, დაბრუნება, რადგან ის პატიმარს გადაადგილებასა და ყოველდღიურ საჭიროებებში ეხმარებოდა.

"ბოლო ინფორმაციით, გუშინ ღამის საათებში, დაახლოებით 10 საათიდან - 12 საათის ფარგლებში მოხდა მოშიმშილეების განცალკევება, რის შემდეგაც პატიმარ გიორგი ჩიკვაიძეს ჰქონდა ორჯერადად გონების კარგვის ეპიზოდი და საწოლიდან ვარდნა პირსახით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ირაკლის, როგორც ახლობელი ადამიანის დაბრუნება, რომელიც ამ პერიოდისთვის გიორგის გადაადგილებისა და ყოფითი საჭიროებების დასაყრდენი ადამიანია, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ფატალურ შედეგს",- წერა ეკა წერეთელი.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება