„კოალიცია ცვლილებისთვის“ - რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოხატულად თქვა, რომ არის სუსტი და ეშინია ეროვნული ძალების სამართლიან არჩევნებში - ბრძოლა იქნება ბოლომდე

რეჟიმმა და ივანიშვილმა კიდევ ერთხელ, გამოხატულად თქვა, რომ ის არის სუსტი და ეშინია ეროვნული ძალების სამართლიან არჩევნებში, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, თენგო თევზაძემ კოალიციის სახელით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველო ძლიერ სახელმწიფოდ ევროკავშირში გაწევრიანებითა და საქართველოს რეალური სუვერენიტეტის დაბრუნებით ჩამოყალიბდება.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ სახელით, გვინდა გავაკეთოთ განცხადება იმ ე.წ. სარჩელზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა წარადგინა საკონსტიტუციო სასამართლოში.

რეჟიმმა და ივანიშვილმა კიდევ ერთხელ, გამოხატულად თქვა, რომ ის არის სუსტი და ეშინია ეროვნული ძალების სამართლიან არჩევნებში.

28 ოქტომბერს, 35 წლის წინ საქართველოში პირველად ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები კომუნისტური რეჟიმის პირობებში და საქართველომ მოახდინა და მოიპოვა დამოუკიდებლობა. ახლა ჩვენ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ვიბრძვით საქართველოს თავისუფლებისთვის.

პარტიები, ეს არის ინსტრუმენტი დემოკრატიისთვის, სხვა შემთხვევაში ხელისუფლებებსა და რეჟიმებს ცვლის ხალხი. მილიონამდე საქართველოს ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ იქნება ჩვენი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენელი, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ბერკეტს, ყველაფერს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდეს და ეროვნული ძალები მოვიდნენ საქართველოს ხელისუფლებაში, ვინაიდან საქართველოს ისე, როგორც არასდროს სჭირდება ერთიანობა და ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, რომელიც აუცილებლად მოხდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით და საქართველოს რეალური სუვერენიტეტის დაბრუნებით.

დღეს თუ ვინმე გვართმევს სუვერენიტეტს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმი. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს, ბრძოლა იქნება ბოლომდე, საქართველოს გამარჯვებამდე!“, - განაცხადა თენგო თევზაძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს