რუსთაველის გამზირზე მომიტინგეებმა ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს

რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, მოქალაქეებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.

კერძოდ, პროტესტის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს, რითაც ავტომობილებს მოძრაობის საშუალებას არ აძლევენ.

აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი პარლამენტის მიმდებარედ ტროტუარზე დგას.

პოლიციამ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, გზის სავალი ნაწილიდან გადასვლა და ტროტუარზე დაბრუნება.

პარლამენტის მიმდებარედ მობილიზებულია პოლიცია.

პროტესტის პარალელურად, პარლამენტთან, სადაც კარვებია გაშლილი ამ დროისთვის ხუთი პირი, მათ შორის ოპოზიციონერი გედევან ფოფხაძე შიმშილობს.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილთა მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე