„ძლიერი საქართველო“ - მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, იმოქმედონ მტკიცედ და არ დაუშვან საქართველოში დემოკრატიის საბოლოო დასამარება

მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, იმოქმედონ მტკიცედ და არ დაუშვან საქართველოში დემოკრატიის საბოლოო დასამარება, - ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, "ბიძინა ივანიშვილი აუქმებს დემოკრატიას და აუქმებს საქართველოს, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს".

"დღეს “ქართულმა ოცნებამ” НКВД-ს სადამსჯელო რეპრესიული მანქანა სრული ძალით აამოქმედა და „ძლიერი საქართველო-ლელოს“ გაუქმება გადაწყვიტა. პარტიის, რომელიც დაფუძნების დღიდან არღვევდა მანკიერ პოლიტიკურ ორპოლუსიანობას და ქმნიდა რეალურ ალტერნატივას რამდენიმე ასეული ათასი ქართველი ამომრჩევლისათვის.

ბიძინა ივანიშვილი ადამიანებს, რომლებსაც 2024 წლის არჩევნებში “ქართული ოცნება” არ აურჩევია და რომელთა ხმებიც მოიპარა ეუბნება, რომ მათ აღარ დარჩებათ სხვა არჩევანი. ეუბნება, რომ ისინი უნდა იყვნენ საბჭოთა საქართველოს, დღევანდელი რუსეთისა და ბელარუსიის მოდელის ქვეყნის მოქალაქეები. მას უნდა საქართველოსგან შექმნას ჩრდილოეთ კორეა.

“ძლიერი საქართველო-ლელო” დღიდან დაფუძნებისა, იბრძოდა და იბრძვის ოლიგარქიული რეჟიმისგან ქვეყნის გადასარჩენად, მისი ევროპული მომავლისთვის!

ჩვენ უკვე მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა გამოვიყენოთ ქვეყნის შიგნით არსებული ყველა კონსტიტუციური მექანიზმი. ახლა საკონსტიტუციო სასამართლო არის მექანიზმი, რომელსაც შეუძლია გადაარჩინოს საქართველოში დარჩენილი დემოკრატიის ნაშთები. ჩვენ არ ვაპირებთ გამოვაცხადოთ თვითლიკვიდაცია და დავუთმოთ ჩვენი ამომრჩევლების, ქართველი ხალხის ინტერესები ბიძინა ივანიშვილსა და მის რუსულ, კორუმპირებულ დაჯგუფებას.

ჩვენ ვიბრძოლებთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რათა საქართველო არასოდეს დაბრუნდეს საბჭოთა წარსულში. ამ ბრძოლაში ჩვენ ვგრძნობთ ჩვენი ამომრჩევლის მხარდაჭერას და მადლიერები ვართ ამ თავდადებისთვის.

მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, იმოქმედონ მტკიცედ და არ დაუშვან საქართველოში დემოკრატიის საბოლოო დასამარება.

„ძლიერი საქართველო-ლელო“ არის პარტია, რომელმაც რეალური ალტერნატივა მისცა ქართველ ამომრჩეველს და წლების განმავლობაში იცავს მის ინტერესებს. გავაგრძელებთ ამ გზაზე სვლას და გავაგრძელებთ წინააღმდეგობის ეფექტიანი სტრატეგიების შეთავაზებას ქართული საზოგადოებისთვის.

ბრძოლა გრძელდება, ის არ დასრულდება მანამ, სანამ ქვეყანაში არ აღდგება დემოკრატია და არ აღდგება ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სვლა.

სწორად გეშინიათ “ძლიერი საქართველოსი". მაინც გაგისტუმრებთ!", - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის