დონალდ ტრამპი - ვფიქრობდი, რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის დასრულებას პუტინთან ჩემი ურთიერთობის გამო შევძლებდით, მაგრამ სხვაგვარად გამოვიდა - კონფლიქტს მოვაგვარებთ

რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტს მოვაგვარებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეაში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში, ბიზნეს ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ვინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში მივაღწევდით, მაგრამ ამას რუსეთსა და უკრაინას შორის ვერ შევძლებდით? ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა შეუძლებელი იყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკვე მსოფლიოში რვა კონფლიქტი დაასრულა.

„ერთადერთი, რომელიც არ გამოვიდა, ეს რუსეთსა და უკრაინას შორის არის. მაგრამ, ამასაც მოვაგვარებთ. ვფიქრობდი, რომ ამას პრეზიდენტ პუტინთან ჩემი ურთიერთობის გამო შევძლებდით, მაგრამ ცოტა სხვაგვარად გამოვიდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ მოვაგვარებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს