პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე პარლამენტის წევრების ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე პარლამენტის წევრების ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენ სარჩელს „ქართული ოცნების“, „ხალხის ძალის“ და „ევროპელი სოციალისტების“ 88 დეპუტატი აწერს ხელს.

არსებული ინფორმაციით, სარჩელი სასამართლოში შესაძლოა დღესვე გაიგზავნოს.

საკონსტიტუციო სარჩელზე ხელმომწერი დეპუტატები სამი ოპოზიციური პარტიის: - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“; „ლელო - ძლიერი საქართველოს“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ.

ამასთან, როგორც 28 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საკონსტიტუციო სარჩელის ფარგლებში კონკრეტული პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა მოთხოვნილი არ არის.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება