სემეკის ხელმძღვანელმა პირებმა „რუსთავის აზოტში“ ენერგოეფექტური საწარმოო სიმძლავრეები დაათვალიერეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა სს „რუსთავის აზოტის“ განახლებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ენერგოეფექტური საწარმოო პროცესი დაათვალიერეს.

სემეკის ინფორმაციით, ხელმძღვანელი პირები ადგილზე გაეცნენ რუსთავის აზოტში მიმდინარე ცვლილებებს, მოდერნიზებული ციანი მარილებისა და აზოტმჟავის საამქროების ფუნქციონირებას. დაათვალიერეს ციანი მარილების წარმოებაში ჩამდინარე წყლების გაწმენდის ახალი უბანი, აზოტმჟავას წარმოებაში ორთქლის ენერგოეფექტური ტურბინა, რომელიც გამოიმუშავებს 9 მგვ. ელ.ენერგიას, ასევე აზოტმჟავას წარმოებაში მოდერნიზირებული კატალიზური გაწმენდის რეაქტორი, რომლის ეფექტურობა 98%-ია. გარდა ამისა, სემეკის წარმომადგენლები გაეცნენ ფოროვანი გვარჯილის ახალი საწარმოს მშენებლობას, რომელიც ექსპლუატაციაში 2026 წელს შევა.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოქმედმა ერთ-ერთმა უმსხილესმა საწარმომ განახორციელა ტექნიკური გადაიარაღება და გაატარა ენერგოეფექტური ღონისძიებები, რითაც ხელი შეეწყობა ნაკლები ენერგიის დანახარჯით მაქსიმალური შედეგის მიღებას, შემცირდება სათბური აირების გაფრქვევა. საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის შესაბამისად, ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის მდგრადი განვითარებისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ენერგოუსაფრთხოებაში ენერგოეფექტურობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სემეკი მიესალმება ენერგოეფექტურობის დანერგვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

„რუსთავის აზოტი“ სიდიდით საქართველოში ერთ-ერთი პირველი სამრეწველო საწარმოა, რომელსაც მყარი პოზიციები უკავია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე. საწარმოში 2 ათასზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. 2023 წლიდან რუსთავის აზოტი კორპორაცია ინდორამას ნაწილი გახდა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს