ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„მთავრობის მეთაურმა ილია ჯალაღანიას წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა სახელმწიფო რწმუნებულის როლს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელების პროცესში. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტების ხარისხიანად და განსაზღვრულ ვადებში შესრულებასთან ერთად, პრიორიტეტულია მოსახლეობის საჭიროებებსა და არსებულ გამოწვევებზე დროული რეაგირება, რასაც სახელმწიფო რწმუნებულმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ. შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახა გულედანი დაესწრო.

ილია ჯალაღანია პროფესიით იურისტია. ის დღემდე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი და პირველი მოადგილე იყო. აქვს სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. წლების განმავლობაში ილია ჯალაღანია მუშაობდა სხვადასხვა რეგიონის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე, ასევე აქვს იურიდიული და საგამოძიებო საქმიანობის გამოცდილება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა