კახა კალაძე - არ მქონია თორნიკე რიჟვაძესთან კომუნიკაცია, თუ დაბრუნდება, ამას მხოლოდ მივესალმებით

არ მქონია თორნიკე რიჟვაძესთან კომუნიკაცია. თუ ქვეყანაში დაბრუნდება, ამას მხოლოდ მივესალმებით. მინდა მას ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა ვუსურვო”, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, მიმდინარეობდა თუ არა თორნიკე რიჟვაძის მიმართ რაიმე სისხლის სამართლებრივი საქმე, ვინაიდან სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მცდელობამდე გავრცელებულ წერილში წერს, რომ აბრალებენ „კორუფციას და ბარიგების მფარველობას“, კალაძე აღნიშნავს, რომ “არანაირი სისხლის სამართლებრივი საქმე არ მიმდინარეობდა”.

ამასთან, დამაზუსტებელ კითხვაზე, ყოფილი მაღალჩინოსნების დაჭერასა და რიჟვაძეს შორის არის თუ არა კავშირი, კალაძე განმარტავს, რომ “რიჟვაძე კავშირში არ არის”.

“კორუფციასთან ბრძოლა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მიმართულება. თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით შესაბამისმა უწყებამ გააკეთა განმარტება, დამატებით ვერაფერს ვიტყვი”, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ 7 ივლისს თვითმკვლელობა სცადა. მას გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. ოჯახის მოთხოვნით, რიჟვაძე მკურნალობისთვის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის განცხადებით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა და კითხვებს უპასუხებს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე