ეკა სეფაშვილი - ოპოზიციის გაერთიანებების „მუქარა“ ძალიან ბევრჯერ მოვისმინეთ, მოშიმშილეების მოთხოვნები კი ჩემთვის გაუგებარია - არა მგონია, რამეს მიაღწიონ

ოპოზიციის გაერთიანებების „მუქარა“ ძალიან ბევრჯერ მოვისმინეთ, თუმცა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს ერთიანი პროგრამით ან ლოზუნგით გამოსვლა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ პარტიები, რომელთა აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართონ, გაერთიანდებიან.

მისი თქმით, „ოპოზიციის ეს რადიკალური ფრთა არ არის ოპოზიცია, ისინი არიან აგენტები, რომელიც უცხოური პატრონების დავალებას ასრულებენ“.

„ოპოზიციის ეს რადიკალური ფრთა არ არის ოპოზიცია, ისინი არიან აგენტები, რომელიც უცხოური პატრონების დავალებას ასრულებენ. მათი გაერთიანებების „მუქარა“ ძალიან ბევრჯერ მოვისმინეთ, თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ოთხ წელში, ვერც ერთხელ ვერ შეძლეს ერთიანი პროგრამით ან ლოზუნგით გამოსვლა. მათი ბრძოლა არა „ქართული ოცნების“, არამედ საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს. სწორედ ამას არ პატიობს ქართველი ხალხი მათ. ამ ბრძოლაში მათ წარმატების შანსი არ აქვთ - ზუსტად ისევე დაიშლებიან, როგორც აქამდე არაერთხელ“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, რომელიც მოშიმშილე მოქალაქეებს უკავშირდებოდა, სეფაშვილმა უპასუხა, რომ შიმშილობა მათი უფლებაა და შეუძლიათ იშიმშილონ, მაგრამ რას მოითხოვენ მისთვის გაუგებარია.

„შიმშილობა მათი უფლებაა, შეუძლიათ იშიმშილონ, მაგრამ რას მოითხოვენ, ჩემთვის გაუგებარია. არა მგონია, რამეს მიაღწიონ. მე მოვუწოდებ, რომ არ დაიზიანონ ჯანმრთელობა - ეს შედეგს არ მოიტანს, რადგან მათ არავინ არ აჰყვება. არ არის მათი შიმშილობის საფუძველი არც დემოკრატიული, არც სამართლიანი და არც სწორი. ასე რომ, მოვუწოდებ, რომ არ დაიზიანონ ჯანმრთელობა და არ იშიმშილონ“, - განაცხადა სეფაშვილმა.

ცნობისთვის, „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებისა და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით პოლიტიკოსმა, გედევან ფოფხაძემ, დარეჯან ცხვიტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა საქართველოს პარლამენტთან შიმშილობა გუშინ დაიწყეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს