კახა კალაძე - ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთთან მიმართებით ჩვენ რასაც მოგვიწოდებენ, იმავეს თავად აკეთებენ - რაც არ შეიძლება ჩვენთვის, დაშვებულია მათთვის

ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთთან მიმართებით ჩვენ რასაც მოგვიწოდებენ, იმავეს თავად აკეთებენ - რაც არ შეიძლება ჩვენთვის, დაშვებულია მათთვის,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როგორ შეაფასებს ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის თანახმადაც, „მიუხედავად სანქციებისა, ბალტიისპირეთის ქვეყნების კომპანიები რუსეთის „ჩრდილოვან“ ტანკერებზე ნავთობის გადატვირთვაში მონაწილეობენ“.

კახა კალაძის თქმით, ეს არის ორმაგი სტანდარტი, რადგან რასაც საქართველოს რუსეთთან მიმართებით მოუწოდებენ, იმავეს თავად აკეთებენ.

„ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. რაც არ შეიძლება ჩვენთვის, დაშვებულია მათთვის. ეს არ არის პირველი შემთხვევა. შეგვიძლია გადავხედოთ მათ მთელ რიგ განცხადებებს საქართველოსთან მიმართებით. ყველა განცხადება არის სიცრუით გაჯერებული. ჩვენ რასაც მოგვიწოდებენ, მერე ამას თავად აკეთებენ. ყველაფერი ცხადია - ყველა იქცევა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. რაც მათ ქვეყანას სჭირდება, იმას აკეთებენ. შესაბამისად, ჩვენც ვატარებთ იმ პოლიტიკას, რაც, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძის აღნიშნულ კომენტარს დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა