არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი - კონფლიქტში მყოფი პირი არ შეიძლება კომისიის წევრი იყოს - რაც არ უნდა ამტკიცოს დეკანოზმა ანდრიამ, ის კონფლიქტში მყოფი პირია - ის ვერ დაამტკიცებს, რომ მე ვარ მოძალადე და მინდოდა სასახლეში შევარდნა

ეკლესიის კანონმდებლობით, კონფლიქტში მყოფი დაინტერესებული პირი არ შეიძლება კომისიის წევრი იყოს. რაც არ უნდა ამტკიცოს დეკანოზმა ანდრიამ, ის დაინტერესებული და კონფლიქტში მყოფი პირია, პირდაპირ განაცხადა, რომ მე ვარ მოძალადე და მინდოდა სასახლეში შევარდნა - დეკანოზი ჯაღმაიძე ამას ვერ დაამტკიცებს, - ამის შესახებ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე: „არღვევს თუ არა საეკლესიო წესს, როდესაც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს“, არქიმანდრიტმა აღნიშნა: „არ ვარღვევ გენაცვალე, ეს ჩემი უფლებებია“.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, უჭერდა თუ არა მხარს არქიმანდრიტი 4 ოქტომბრის აქციას, აღნიშნა, რომ „რა თქმა უნდა“.

„ესენი რაღაც ულტიმატუმებს მიყენებენ, თითქოს მათია ეკლესია, მათი შექმნილია ეს კანონები და ასე არ არის. უფლებები მეც მაქვს, მოთხოვნები მეც მაქვს. მათ არ აქვთ უფლება, რომ ჩემი მოთხოვნები არ დააკმაყოფილონ. პირველი ჩემი მოთხოვნა იყო ის, რომ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ უნდა დაამტკიცოს, სად ვიძალადე. მეორე - საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობით, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ კონფლიქტში მყოფი დაინტერესებული პირი არ შეიძლება იყოს კომისიის წევრი. რაც არ უნდა ამტკიცოს დეკანოზმა ანდრიამ, ის არის დაინტერესებული და კონფლიქტში მყოფი პირი, რადგან პირდაპირ „იმედის“ ტელევიზიაში განაცხადა, რომ მე ვარ მოძალადე და მინდოდა სასახლეში შევარდნა. ამიტომ, მან უნდა დაამტკიცოს, რომ მე ეს მინდოდა და რომ მე მოძალადე ვარ. ამას ის ვერ დაამტკიცებს, რადგან ეს იყო დეზინფორმაცია. 4 ოქტომბერზე ჩემი გამოსვლები დევს. მე ხალხს მოვუწოდე, რომ არ გვინდა არცერთი შენობა, ჩვენ გვინდა მთლიანად საქართველო და არა რომელიმე შენობა“, - განაცხადა დოროთე ყურაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საპატრიარქოში ეპარქიული კომისიის სხდომა უნდა გამართულიყო, სადაც საპატრიარქომ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო დაიბარა. დოროთე ყურაშვილმა კომისიის სხდომაზე მედიის თანდასწრებით მოითხოვა დასწრება, რაზეც საპატრიარქო არ დაეთანხმა. საბოლოოს, სხდომა ვერ შედგა. საპატრიარქოს განმარტებით, დოროთეს მხრიდან ბოლო პერიოდში მასმედიის საშუალებებით გაკეთებულ განცხადებებსა და საჯარო გამოსვლებში იკვეთება დისციპლინური, ზნეობრივი და ცილისმწამებლური ხასიათის დარღვევები.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს