ინფრასტრუქტურის მინისტრი - „თეთრი სიის“ ახალ მოდელზე გადასვლით სახელმწიფო ფინანსურ რისკებს ამცირებს

ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, „თეთრი სიის“ ახალ მოდელზე გადასვლით სახელმწიფო ფინანსურ რისკებს ამცირებს. ამის შესახებ მან პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

„საზოგადოებამ უკვე იცის, რომ დავიწყეთ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციები ე.წ. თეთრი სიის მექანიზმის განახლებისა და გაჯანსაღების მიმართულებით. საბოლოოდ, მივედით შეთანხმებამდე“, - განაცხადა სოხაძემ.

მინისტრის თქმით, „თეთრი სიის“ სისტემა თავდაპირველად ბიზნესის წასახალისებლად შეიქმნა, თუმცა დროთა განმავლობაში გადაიქცა მექანიზმად, რომელიც ცალკეულ კომპანიებს არასამართლიან უპირატესობას აძლევდა. როგორც მან აღნიშნა, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კომპანიებმა მიიღეს საავანსო თანხები და ისინი სხვა მიზნებისთვის გამოიყენეს.

„დღეს უკვე შევჯერდით „თეთრი სიის“ ახალ მოდელზე, რომლის თანახმადაც: 2026 წელს, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია განისაზღვრება 60%-ით; 2027 წელს – 70%-ით; 2028 წელს – 80%-ით; ხოლო 2029 წლიდან ამოქმედდება გადამუშავებული მოდელი, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს კრიტერიუმებს „თეთრ სიაში“ მოხვედრისთვის და შესაბამის პრეფერენციებს,“ - განაცხადა სოხაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო