გია ვოლსკი დოროთე ყურაშვილზე - არ დავიჯერე და მგონია, რომ ხელოვნური ინტელექტის შექმნილია, რასაც ვუყურებთ - მთავარ თემას ლოცვიდან: „გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან და გვაცილე უბედურება“, აგრესიულად დაუპირისპირდა ეს სასულიერო პირი

არ დავიჯერე და მგონია, რომ ხელოვნური ინტელექტის შექმნილია, რასაც ვუყურებთ - „გვიხსენ ჩვენ განსაცდელისგან“ ერთ-ერთი მთავარი პოსტულატია, რომელსაც ნებისმიერი სასულიერო პირი უნდა ემსახურებოდეს. „შექმენი განსაცდელი ქვეყნისთვის“ - ეს არ არის ის სიტყვები, რომელსაც სასულიერო პირი უნდა ამბობდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, სასულიერო პირებმა თავიანთი საკითხები იმ სივრცეში უნდა გაარჩიონ, რომელიც ამისთვის არსებობს.

„არ დავიჯერე და მგონია, რომ ხელოვნური ინტელექტის შექმნილია, რასაც ვუყურებთ. ზოგადად მისი შეხედულებები სერიოზული რევიზიაა იმ დოგმებისა, რომელიც მართლმადიდებლურ სარწმუნოებას გააჩნია. მეორე მხრივ, მთავარ თემას ლოცვიდან, რომელიც ყველამ იცის, „გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან და გვაცილე უბედურება“, პირდაპირ აგრესიულად დაუპირისპირდა ეს სასულიერო პირი. ვფიქრობ, რომ სასულიერო პირებმა თავიანთი საკითხები იმ სივრცეში უნდა გაარჩიონ, რომელიც ამისთვის არის მოწოდებული. მე მხოლოდ შეფასება შემიძლია. „გვიხსენ ჩვენ განსაცდელისგან“ ერთ-ერთი მთავარი პოსტულატია, რომელსაც ნებისმიერი სასულიერო პირი უნდა ემსახურებოდეს. „შექმენი განსაცდელი ქვეყნისთვის“ - ეს არ არის ის სიტყვები, რომელსაც სასულიერო პირი უნდა ამბობდეს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დღეს საპატრიარქოში ეპარქიული კომისიის სხდომა უნდა გამართულიყო, სადაც საპატრიარქომ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო დაიბარა. დოროთე ყურაშვილმა კომისიის სხდომაზე მედიის თანდასწრებით მოითხოვა დასწრება, რაზეც საპატრიარქო არ დაეთანხმა. საბოლოოდ, სხდომა ვერ შედგა. საპატრიარქოს განმარტებით, დოროთეს მხრიდან ბოლო პერიოდში მასმედიის საშუალებებით გაკეთებულ განცხადებებსა და საჯარო გამოსვლებში იკვეთება დისციპლინური, ზნეობრივი და ცილისმწამებლური ხასიათის დარღვევები.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე