გია ვოლსკი გედევან ფოფხაძეზე - ძალიან უყურადღებოდ დარჩა მთელ ამ არეულობაში, რომელმაც განვითარება ვერ მიიღო იმ სცენარით, რომელსაც მხარს უჭერდა, მეცოდება - შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ვერავის მიეწება და ცდილობს, თავი შეგვახსენოს

მაინც ჩემი ძველი კოლეგაა და სარკაზმით არ მინდა მოვიხსენიო, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან უყურადღებოდ დარჩა, მთელ ამ არეულობაში - მე მის მიმართ გაღიზიანებული არ ვარ, უფრო მეტად მეცოდება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც მოშიმშილე მოქალაქეებზე, მათ შორის, პოლიტიკოს გედევან ფოფხაძეზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, გედევან ფოფხაძე ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ „ვერავის მიეწება” და ცდილობს თავი შეგვახსენოს.

„მაინც ჩემი ძველი კოლეგაა და სარკაზმით არ მინდა მოვიხსენიო, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან უყურადღებოდ დარჩა, მთელ ამ არეულობაში. არეულობაში, რომელმაც განვითარება ვერ მიიღო იმ სცენარით, რომელსაც გედევან ფოფხაძე აქტიურად უჭერდა მხარს. ის შეჭრაზე, გეგმებზე, სისხლის ღვრაზე და საკუთარი სიცოცხლის შეწირვაზე ლაპარაკობდა, მაგრამ არ გამოიწვია გედი ფოფხაძის, როგორც პოლიტიკური ფიგურის, მოქალაქის დამატებითი ხსენებაც კი, გარდა იმისა, როდესაც ჯერ შიმშილობა გადაწყვიტა და შემდეგ შეწყვიტა. მე მის მიმართ გაღიზიანებული არ ვარ, უფრო მეტად მეცოდება. როდესაც “ნაცმოძრაობაში" გაითქვიფები, გარკვეულწილად, ის სისხლიც გადაგედება, რომლის წინააღმდეგაც თვითონ გამოდიოდა და არაერთი განცხადებაც გაუკეთებია. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ვერავის მიეწება და ცდილობს თავი შეგვახსენოს. არ ვიცი, მის თავში რა ხდება, რა ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს, მაგრამ მახსოვს გედი ფოფხაძე აქტიურად გამოსული, “ნაცმოძრაობის” რეჟიმის წინააღმდეგ ძალიან მძიმე შეფასებებით და ის გედი ფოფხაძეც მახსოვს, როდესაც “ნაცმოძრაობასთან” ერთად აქ პარლამენტში შემოსვლას გეგმავდა”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, აქციების ფარგლებში დაკავებულების, ასევე, დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებისა და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით პოლიტიკოსმა, გედევან ფოფხაძემ, დარეჯან ცხვიტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა საქართველოს პარლამენტთან შიმშილობა გუშინ დაიწყეს.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს