მარიკა მიქიაშვილი - ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ მისასალმებელ სიტყვაში ჩვენზე, საქართველოს დელეგაციაზე ისაუბრა და თქვა: „პარტიების აკრძალვაზე გამოაცხადეს, მაგრამ ისინი მაინც აქ არიან, საქმეს აკეთებენო“

„კოალიცია ცვლილებისთვის" საგარეო მდივანი მარიკა მიქიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ მიმდინარე ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ აღნიშნა, რომ პარტიები, რომლებიც გუშინ აკრძალეს, იქ არიან და თავიანთ სათქმელს ამბობენ.

„ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ და გერმანელმა ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ ასამბლეის მისასალმებელ სიტყვაში ჩვენზე, საქართველოს დემოკრატიულ დელეგაციაზე ისაუბრა.

მათი მეგობრები და თანამებრძოლები ციხეში არიან, გუშინ საერთოდაც მათი პარტიების აკრძალვის შესახებ გამოაცხადეს, მაგრამ ისინი მაინც აქ არიან, თავიანთი სათქმელი მოაქვთ და საქმეს აკეთებენო.

შემდეგ ისიც თქვა, მოდი, იმაზე ვკონცენტრირდეთ, აქ რას ვაკეთებთ და რას ვქმნით - და არა იმაზე, თუ ვინმე არ გვესწრებაო“,- წერს სოციალურ ქსელში მარიკა მიქელაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ევრონესტისთვის გაგზავნილ წერილში განმარტავს, რომ მმართველი გუნდი „შეშფოთებულია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ჩართული ზოგიერთი ევროპარლამენტარის, ისევე, როგორც მთლიანად ევროპარლამენტის ქმედებით, რომელთა მტრული რიტორიკა და ნაბიჯები ეწინააღმდეგება პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს“.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება