ინგა რუგინინე - ლიეტუვა საჰაერო ბუშტებთან დაკავშირებული ინციდენტების გამო ბელარუსთან საზღვარს ერთი თვით დახურავს

ლიეტუვა საჰაერო ბუშტებთან დაკავშირებული ინციდენტების გამო ბელარუსთან საზღვარს ერთი თვით დახურავს, - ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგა რუგინინე ავრცელებს.

„გვესმის, რომ ეს ჩვენი მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის გარკვეულ უხერხულობას გამოიწვევს და ამის გამო ვწუხვართ, თუმცა უსაფრთხოებას სერიოზულად განვიხილავთ“, - განაცხადა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა.

ლიეტუვის მთავრობის ცნობით, ბელარუსთან სასაზღვრო-გამშვები პუნქტები 30 ნოემბრამდე დაიხურება.

ამასთან, ლიეტუვის მთავრობის განცხადებით, გამონაკლისი მხოლოდ ევროკავშირის, ნატო-ს ქვეყნებისა და უკრაინის მოქალაქეებს, ასევე, კალინინგრადში ტრანზიტს შეეხება.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ლიეტუვამ, ქვეყნის ტერიტორიაზე ბელარუსიდან მეტეოროლოგიური ბუშტების შეფრენის გამო, ბელარუსთან სასაზღვრო გამშვები პუნქტები და ვილნიუსის აეროპორტი დროებით დახურა.

მომხდარის შემდეგ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგა რუგინინემ განაცხადა, რომ ლიეტუვა ნებისმიერ საჰაერო ბუშტს ჩამოაგდებდა, რომელიც მის საჰაერო სივრცეში შეფრინდებოდა.

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკში გამართულ ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ლიეტუვის მიერ საზღვრის დახურვას „აბსურდული თაღლითობა“ უწოდა.

„მათ აბსურდული მიზეზი მოიგონეს. თუ დამნაშავე ხარ, მაშინ ბოდიში ყოველთვის უნდა მოიხადო. თუ დაგვარწმუნებენ, რომ ჩვენ დამნაშავეები ვართ, მაშინ ბოდიშს საჯაროდ მოვიხდით“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის