ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაციაა

რუსეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაციაა , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს დილით რუსეთის არმიამ ხერსონში ბავშვთა საავადმყოფოს დაარტყა. არ შეიძლება არ სცოდნოდათ, სად ურტყამდნენ. ეს რუსეთის მიერ წინასწარგანზრახული თავდასხმა იყო. სამწუხაროდ, არიან დაშავებულები, როგორც ბავშვები, ისე საავადმყოფოს პერსონალი. დარტყმის მომენტში საავადმყოფოში ასამდე ადამიანი იმყოფებოდა“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, რუსეთი ომის დასრულების ყველა მნიშვნელოვან დიპლომატიურ ძალისხმევას ხელს უშლის.

„რუსეთი თავის ტერორისტულ ომს აჭიანურებს და ყველაფერს აკეთებს, რომ მისი დასრულების ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდეს. რუსეთი ცდილობს ევროპაში დესტაბილიზაციის გამომწვევი წყაროები შექმნას, რათა ევროპელების მიერ უკრაინის მხარდაჭერა გაართულოს. წელს, როდესაც აშშ ომის დასასრულებლად მნიშვნელოვან ძალისხმევას იჩენს, რუსეთმა თავისი თავხედობისა და დარტყმების მასშტაბი გაზარდა“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!