ვახტანგ ხმალაძე - პაპუაშვილმა თქვა, რომ თურმე აქლემის და ნემსის ქურდი სხვადასხვაა, ეს იყო ანტიკონსტიტუციური განცხადება: „თუ მოძლიერდნენ, ავკრძალავთ“ - აუცილებელია პროდასავლურმა პარტიებმა ერთიანი სტრატეგიის შემუშავება მოახერხონ

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს, იმ პარტიების პოლიტიკური „ველიდან გაყვანას“, რომლებიც საფრთხეს უქმნიან „ქართულ ოცნებას“.

როგორც ხმალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგმა ნათლად აჩვენა, რომ პარტიების აკრძალვის საკითხი სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება.

„პოლიტიკური ველიდან გაყვანილი იქნებიან ისინი, ვინც საფრთხეს შეუქმნიან „ქართულ ოცნებას“. ეს სრულიად აშკარა გახდა შალვა პაპუაშვილის ბრიფინგიდან. პაპუაშვილმა თქვა, რომ ასეთივე არაკონსტიტუციური რაღაცები მარტო ამ სამ პარტიას კი არ აქვს ნაკეთები, სხვებსაც, მაგრამ ისინი სუსტები არიან, ამიტომ ჯერჯერობით მათ აკრძალვას არ ვითხოვთ, მაგრამ თუ მოძლიერდნენ, მაშინ ავკრძალავთო. აქ ორი რამ თქვა: ერთი, თურმე აქლემის და ნემსის ქურდი სხვადასხვაა. მეორე, ეს იყო სრულად ანტიკონსტიტუციური განცხადება. „თუ მოძლიერდნენ ავკრძალავთ“ - ვინ ხარ შენ, რომ საკუთარ თავს სამართალზე და კონსტიტუციაზე მაღლა აყენებ? გაცილებით ხმამაღლა იყვირებდა ფიზიკურ პირებზე აკრძალვები, რადგან მსგავსი ყოვლად წარმოუდგენელია“,- განაცხადა ხმალაძემ.

ხმალაძის თქმით, არსებული პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ასევე მის მიერ დაწესებული ინსტიტუტები - მთავრობა და სასამართლოები არალეგიტიმურია და ეს მდგომარეობა, მისი თქმით, მარტივად დასამტკიცებელია.

ხმალაძემ აღნიშნა, რომ პროდასავლური პარტიების ეფექტიანობა გაიზრდება, თუ ისინი ერთიან სტრატეგიას შეიმუშავებენ, რაც, მისი განმარტებით, გაერთიანებას არ ნიშნავს.

„დღეს სახელმწიფო მთლიანად არაკონსტიტუციურ რეჟიმშია. ჩემი შეფასებით, პარლამენტი არალეგიტიმურია, ამის დამტკიცება საკმაოდ მარტივია. აქედან გამომდინარე, ამ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არალეგიტიმურია. ამ პარლამენტის მიერ შექმნილი ხელისუფლების ინსტიტუტები: მთავრობა, მოსამართლეები არალეგიტიმურია. მე არ ვიცი რამდენ ხანს შეიძლება ასეთი მდგომარეობა გაგრძელდეს.

ყველგან, სადაც შესაძლებელია ბრძოლის გამართვა, ყველგან უნდა იბრძოლო. იმისათვის, რომ ბრძოლის ეფექტიანობა გაიზარდოს, აუცილებლად მიმაჩნია პროდასავლურმა პარტიებმა მოახერხონ ერთიანი სტრატეგიის შემუშავება. ეს არ ნიშნავს გაერთიანებას. ჩანს, რომ ამ პარტიებს ერთნაირი მიზნები აქვთ, ამიტომ ერთიანი სტრატეგია უნდა იყოს შემუშავებული, შემდგომ, მკაცრად მიჰყვნენ ამ სტრატეგიის განხორციელებას“,- განაცხადა ხმალაძემ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში