31 ოქტომბერს, თბილისში, Sheraton Grand Metechi Palace ელექტრონული კომერციის ყველაზე მნიშვნელოვან ყოველწლურ ღონისძიებას უმასპინძლებს.
კონფერენცია უკვე მესამედ ადგილობრივ და გლობალურ ბრენდებს აერთიანებს და ქმნის სივრცეს დიალოგისთვის ინოვაციების, მომავლის სტრატეგიების და ტექნოლოგიური ტენდენციების გარშემო.
საკონფერენციო სცენაზე ისეთი გლობალური და ადგილობრივი კომპანიების ლიდერები წარდგებიან, რომლებიც დღეს ელექტრონული კომერციის მომავალს განსაზღვრავენ. ესენი არიან:
მთავარი თემები
წლევანდელი eCommerce Day Georgia ბიზნესისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებს შეეხება:
პანელური დისკუსიები და დემო ლაივ სესიები
ღონისძიება ორ მნიშვნელოვან პანელურ დისკუსიასაც წარუდგენს აუდიტორიას:
თემაზე: როგორ ქმნიან ადგილობრივი ბრენდები ციფრულ მომავალს - კომპანიების Coincasa, Horsetours, Hamo Concept წარმომადგენლები ისაუბრებენ. პანელურ დისკუსიას კი Storera-ს წარმომადგენელი გაუძღვება.
მეორე პანელური დისკუსია კი წარმატების რეალურ ისტორიებს დაეთმობა, სადაც TASS Vision-ის Mazeg-ის, Quissly-ის, Roas Pig-ის, წარმომადგენლები და ECAG-ის მოდერაციით, ელ.კომერციასა და საცალო ვაჭრობაში ხელოვნური ინტელექტის როლს მიმოიხილავენ.
მონაწილეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, დემო ლაივ სესიებს დაესწრონ და პრაქტიკული გამოცდილება მათთვის საინტერესო მიმართულებით მიიღონ:
რატომ არის ღონისძიება მნიშვნელოვანი?
eCommerce Day Georgia 2025 მხოლოდ კონფერენცია არ არის - ეს არის ადგილი, სადაც ადგილობრივი ბაზარი გლობალურ ტრენდებს პირდაპირ უკავშირდება. დღეს, როდესაც მომხმარებელთა ქცევა უპრეცედენტო სიჩქარით იცვლება, ბიზნესებს არა მხოლოდ ტექნოლოგიების დანერგვა, არამედ მათი სწორად გამოყენება სჭირდებათ.
ამასთანავე, ღონისძიება ხელს უწყობს ახალი თანამშრომლობების, პარტნიორული ქსელების ჩამოყალიბებას, რაც საერთაშორისო გარემოში ადგილობრივი ელ. კომერციის ინდუსტრიას კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს ხდის.
ღონისძიების მთავარი პარტნიორი: საქართველოს ბანკი ბიზნესი
ინოვაციების პარტნიორი: Visa
პარტნიორები: AWS, Aversi, Delivo, Google Cloud; Glovo, BDO Digital, Tech School / IE, Web Features, Elite, Acer, Cellfie, MELO Delivery, Dasta Records Management, Tegeta Holding, CityPay.io Georgia, Tether, Johnnie Walker, Wolt, Creatio, TASS vision, Quissly, Mazeg, Roaspig, Storera, Coincasa, Horsetours, Hamo Concept, Azintelecom
კონფერენცია ჩატარდება ქართულ-ინგლისურ ენაზე. მსურველებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სინქრონული თარგმანი.
ბილეთების შესაძენად და დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ Biletebi.ge-ის ვებგვერდი.
(R)