შალვა პაპუაშვილი - აღმოჩნდა, რომ შარშან გერმანიის მთავრობამ საქართველოში დახარჯა რეკორდული რაოდენობით ფული NGO-ებზე და ამას უმალავს ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას, გერმანიის პარლამენტს და გერმანელ ხალხს

ჩვენ ვხედავთ არაკეთილსინდისიერ დონორობას, როდესაც აღმოჩნდა, რომ შარშან გერმანიის მთავრობამ საქართველოში დახარჯა რეკორდული რაოდენობით ფული „ენჯეო“- ებზე და ამას უმალავს ქართველ ხალხს, უმალავს საქართველოს ხელისუფლებას, უმალავს გერმანიის პარლამენტს და უმალავს გერმანელ ხალხს, ვის ფულსაც ის ხარჯავს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ ოპოზიციურ პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ არ უპასუხა საქართველოში NGO-ების დაფინანსებასთან დაკავშირებულ კითხვებს.

პაპუაშვილის თქმით, ეს ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს გამჭვირვალობის შესახებ კანონის მნიშვნელობას.

„გასაკვირია ის პასუხი, რაც ვნახეთ გერმანიის მთავრობის მხრიდან გერმანიის პარლამენტის მიმართ. ჩვენთან ასეთი რამე რომ მომხდარიყო, ოპოზიციას დაესვა კითხვა მთავრობისთვის და მთავრობას გაეცა პასუხი, რომ აქვს ინფორმაცია და უმალავს, წარმომიდგენია რა ამბავში იქნებოდა ოპოზიცია, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები და ზოგიერთი უცხოელი ელჩი, რომ ეს არის გამჭვირვალობის დარღვევა, ანგარიშვალდებულების დარღვევა. ჩვენ ვნახეთ, რომ სადეპუტატო შეკითხვაზე ინფორმაცია დაუმალა გერმანიის მთავრობამ საკუთარი წარმომადგენლობითი ორგანოს ერთ-ერთ წევრს, იმ პარტიის წარმომადგენელს, რომელსაც დღეს გერმანიაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. როდესაც ისინი საუბრობენ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე, ისინი მხოლოდ სხვებს გულისხმობენ, თორემ საკუთარ თავს, როგორც ჩანს, ამ ვალდებულებას არ აკისრებენ. მეორე, აბსოლუტურად გაუგონარი და აღმაშფოთებელია ის საფუძველი, რომლითაც უმალავს გერმანიის მთავრობა საკუთარ პარლამენტს, მაკონტროლებელ ორგანოს, ინფორმაციას, თითქოს საქართველოში NGO-ების მიმართ არის დევნა და მათ უფრთხილდებიან. აბსოლუტური აბსურდი და ეს არის მხოლოდ საბაბი იმისთვის, რომ დამალონ ინფორმაცია. ეს არის დასტური იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის კანონი, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ არაკეთილსინდისიერ დონორობას როდესაც აღმოჩნდა, რომ შარშან გერმანიის მთავრობამ საქართველოში დახარჯა რეკორდული რაოდენობით ფული NGO-ებზე და უმალავს ქართველ ხალხს, უმალავს საქართველოს ხელისუფლებას, უმალავს გერმანიის პარლამენტს და უმალავს გერმანელ ხალხს, ვის ფულსაც ის ხარჯავს. განსაცვიფრებელია უბრალოდ ის დაბალი სტანდარტი, გაუმჭვირვალობა, ანგარიშვალდებულებისგან გაქცევა, რაც ჩვენ ამ წერილით ვიხილეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, Imedinews ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ოპოზიციურ პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალური მთავრობისგან 9 კითხვით მოითხოვდა ინფორმაციას ქართული „ენჯეო“ სექტორის დაფინანსების, როგორც რაოდენობის, ისე მიზნობრიობის შესახებ, თუმცა ვერცერთზე ვერ მიიღო სრულყოფილი ინფორმაცია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი