დონალდ ტრამპი - ჩინეთი ამერიკული ენერგორესურსების შეძენას დაიწყებს

ჩინეთი ამერიკული ენერგორესურსების შეძენას დაიწყებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან ნამდვილად შესანიშნავი შეხვედრა მქონდა. ჩვენ ბევრ საკითხზე შევთანხმდით, ხოლო ზოგიერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტასთან ძალიან ახლოს ვართ. ასევე, ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრეზიდენტი სის მიერ გაცემული ნებართვით, ჩინეთი დიდი რაოდენობით სოიოსა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენას დაიწყებს“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

დონალდ ტრამპის ცნობით, ჩინეთი ფენტანილის კრიზისის დასასრულებლად აშშ-თან ერთად იმუშავებს.

„ჩინეთი დათანხმდა, რომ იშვიათი მინერალების, მაგნიტებისა და სხვა პროდუქტების შემოტანას ღიად და თავისუფლად გააგრძელებს. ასევე, ჩინეთმა განაცხადა, რომ ჩვენს ქვეყანაში ფენტანილის შემოდინების შესაჩერებლად ჩვენთან ერთად იმუშავებს“, - აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

მისი თქმით, „ჩინეთი დათანხმდა, რომ ამერიკული ენერგორესურსების შეძენის პროცესს დაიწყებს“.

„შესაძლოა, ალასკადან ნავთობისა და გაზის შეძენის შესახებ მასშტაბური შეთანხმება მოხდეს. ჩვენი გუნდები მსგავსი შეთანხმების შემუშავების შესახებ შეხვედრას გამართავენ. დღეს მიღწეული შეთანხმებები მილიონობით ამერიკელს კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას მოუტანს“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს