მიხეილ სააკაშვილი - ყველაფერი გავაკეთე, ხალხისთვის ამეხსნა, რა ელოდათ ივანიშვილის არჩევის შემთხვევაში - მეტის გაკეთება იმას დაემსგავსებოდა, როცა შენს შეყვარებულს სხვაზე უჭირავს თვალი და შენ სცემო, დაასახიჩრო და სახლში ჩაკეტო

მუდმივად მადანაშაულებენ თუ რატომ არ ვიმოქმედე უფრო ძალისმიერად 2011-2012-ში, როცა ვხვდებოდი იმ საფრთხეს, რომელსაც წარმოადგენდა ივანიშვილი- ყველაფერი გავაკეთე, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ხალხისთვის ამეხსნა თუ რა ელოდა ივანიშვილის არჩევის შემთხვევაში. მეტის გაკეთება იმას დაემსგავსებოდა, როცა შენს შეყვარებულს სხვაზე უჭირავს თვალი და შენ ამისთვის სცემო, დაასახიჩრო და სახლში ჩაკეტო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი წერს, ბიძინა ივანიშვილს ნულოვანი ემპათია აქვს ხალხის მიმართ, მას კი ხალხი უყვარს.

„ახლა მუდმივად მადანაშაულებენ თუ რატომ არ ვიმოქმედე უფრო ძალისმიერად 2011-2012-ში, როცა ვხვდებოდი იმ საფრთხეს, რომელსაც წარმოადგენდა ივანიშვილი.

სინამდვილეში ყველაფერი გავაკეთე, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ხალხისთვის ამეხსნა თუ რა ელოდა ივანიშვილის არჩევის შემთხვევაში.

მეტის გაკეთება იმას დაემსგავსებოდა, როცა შენს შეყვარებულს სხვაზე უჭირავს თვალი და შენ ამისთვის სცემო, დაასახიჩრო და სახლში ჩაკეტო.

ივანიშვილი რომ სხვა მეთოდებით გამეჩერებინა, ნიშნავდა იმას, რომ მას დავემსგავსებოდი და დიქტატურა დამემყარებინა.

მე კი ამას ვერ გავაკეთებდი მარტივი მიზეზის გამო - მე და ივანიშვილი რადიკალურად განვსხვავდებით.

მას ნულოვანი ემპათია აქვს ხალხის მიმართ, მე კი ხალხი მიყვარს. ამიტომ ნამდვილად ვერ ვიმოქმედებდი ისე როგორც ეს საშიში ბოროტმოქმედი იქცევა. იმედია გამიგებთ“, - წერს სააკაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს