დიმიტრი პესკოვი - პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნები ბირთვული იარაღის გამოცდას ატარებენ - ჩვენთვის ეს უცნობი იყო

პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნები ბირთვული იარაღის გამოცდას ატარებენ - ჩვენთვის ეს უცნობი იყო, - ასე ეხმაურება კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდის ჩატარების შესახებ ბრძანების გაცემას.

„ბირთვული იარაღის გამოცდაზე მორატორიუმი მოქმედებს. პრეზიდენტმა ტრამპმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნები, სავარაუდოდ, ბირთვული იარაღის გამოცდას ატარებენ. აქამდე ჩვენთვის უცნობი იყო, რომ ვინმე ბირთვული იარაღის გამოცდას ატარებდა“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, „იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპს „ბურევესტნიკისა“ და „პოსეიდონის“ გამოცდების შესახებ ზუსტი ინფორმაცია აქვს, რადგან ეს ბირთვული გამოცდა არ ყოფილა“.

„თუ პრეზიდენტი ტრამპი „ბურევესტნიკის“ გამოცდას გულისხმობს, მაშინ ეს ბირთვულ გამოცდას არ წარმოადგენს. თავდაცვის სისტემების განვითარებით ყველა ქვეყანაა დაკავებული, თუმცა ეს ბირთვული გამოცდა არ არის. არ შეიძლება ეს ბირთვულ გამოცდად ჩაითვალოს“, - აღნიშნა კრემლის პრესპიკერმა.

შეგახსენებთ, რუსეთმა ბირთვული ძრავის მქონე ახალი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“ გასულ კვირას გამოსცადა. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბირთვული ძრავით აღჭურვილი წყალქვეშა აპარატის „პოსეიდონის“ გამოცდის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს