Politico - აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების გამო „ლუკოილი“ უცხოურ აქტივებს ყიდის

აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების გამო „ლუკოილი“ უცხოურ აქტივებს ყიდის, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

რუსულმა ნავთობკომპანია „ლუკოილმა“ განაცხადა, რომ უცხოურ აქტივებს შვეიცარიულ კომპანიას მიჰყიდის.

კომპანიის განცხადების თანახმად, მისი უცხოური აქტივების შვეიცარიაში დაფუძნებული ენერგეტიკული სავაჭრო კომპანია Gunvor-ისთვის მიყიდვა „გარკვეული სახელმწიფოების მიერ კომპანიისა და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ დაწესებულ შემზღუდავ ზომებს“ უკავშირდება.

Politico-ს ცნობით, კომპანია Gunvor-ი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის გენადი ტიმჩენკოს მიერ არის დაფუძნებული. გამოცემა წერს, რომ ტიმჩენკომ კომპანიაში თავისი წილი 2014 წელს მას შემდეგ გაყიდა, რაც რუსეთის მიერ ყირიმში შეჭრის გამო სანქციები დაუწესეს.

შეგახსენებთ, „ლუკოილმა“ უცხოური აქტივების გაყიდვის განზრახვის შესახებ მიმდინარე კვირის დასაწყისში გამოაცხადა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა