რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ მამუკა რეხვიაშვილი აირჩიეს

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ მამუკა რეხვიაშვილი აირჩიეს, რომელიც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. მამუკა რეხვიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე 22 ხმით იქნა არჩეული.

უფლებამოსილების ფარგლებში მამუკა რეხვიაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილის კანდიდატებად შესაბამისად მარინა ლიპარტელიანი და მიხეილ მუზაშვილი დაასახელა.

საკრებულომ დღესვე მიიღო ცნობად ფრაქციების „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ დაფუძნების შესახებ ინფორმაცია. დეპუტატებმა კენჭი უყარეს და დაამტკიცეს განკარგულება საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ. კომისიების შემადგენლობაში „ქართულ ოცნებას“ 5 წევრი ეყოლება, ხოლო 2 დანარჩენ პარტიებს.

საკრებულოს სხდომას ესწრებოდა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო პარტია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წევრმა ნინო სულაძემ. საკრებულოს თავმჯდომარის და მოადგილეების არჩევნების კენჭისყრაზე თავი შეიკავა პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“ წევრმა მერაბ გიგანმა, რაც შეეხება პარტიის „გირჩის“ წარმომადგენელს საკრებულოში შოთა ზალკალიანს, მან ყველა კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა.

რუსთავის მერვე მოწვევის საკრებულოში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი იმუშავებს. საკრებულოში „ქართული ოცნება“, უმრავლესობით, 21 მანდატს ფლობს: 11 მანდატს პროპორციული სიით, ხოლო 10 მანდატს მაჟორიტარული სისტემით. რაც შეეხება ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტებს, თითო მანდატით არიან წარმოდგენილნი პარტიები „გირჩი“, „გახარია საქართველოსთვის“, „ძლიერი საქართველო-ლელო“ და „კონსერვატორები საქართველოსთვის“.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა