ლაშა ტუღუში - პარტიების აკრძალვა დიქტატურის შექმნის მცდელობაა, კილომეტრიანი ნახტომით მიდიან იქ, სადაც მიდიან, როგორ იქნებიან ევროკავშირთან ახლოს? - "ქართულმა ოცნებამ" ძალიან სახიფათო გზა აირჩია

„ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელის, ლაშა ტუღუშის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი არის დიქტატურისკენ გადადგმულ ნაბიჯი.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, პროცესი ეწინააღმდეგება ევროკავშირთან ინტეგრაციის გზას, რადგან ქვეყანა, რომლის ყველაზე ახლო მიზანიც ევროკავშირში შესვლაა, ფაქტობრივად მიდის ავტორიტარული მიდგომებისკენ.

„დიქტატურის შექმნის მცდელობაა. აკრძალო მთავარი ოპოზიციური პარტიები და ერთ ხმაში ილაპარაკო, თან ამას საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკეთებ, ეს ნაბიჯი არის დიქტატურისკენ გადადგმული ნაბიჯი, არ არის საუბარი ავტორიტარიზმზე. ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირში უნდა შესვლა - ხომ ამბობენ, ყველაზე ახლოს ვიქნებით ევროკავშირთანო, როგორ იქნებიან ახლოს, როდესაც კილომეტრიანი ნახტომით მიდიან იქ, ძალიან კარგად ვიცით სადაც... ე.ი პარტია თუ გაძლიერდა, ეგრევე აკრძალავენ. თუ საზოგადოებისთვის საინტერესო გახდება პარტია, ის უნდა აიკრძალოს. მარტო აკრძალვაც არ არის, ციხის კონტურებიც ჩანს და ადამიანების განადგურება. სამწუხაროდ, ეს არ არის თამაში, ეს არის ძალიან მძიმე ისტორია საქართველოს უახლეს ისტორიაში“,- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ის ასევე ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლების ქმედებები ემიჯნება კონსტიტუციას და მოქმედ კანონებს.

ტუღუშის შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე იმდენად რთულ მდგომარეობაში არიან, რომ დღევანდელი ვითარებით არჩევნების გაყალბებითაც გამარჯვების შესაძლებლობა აღარ აქვთ.

„ყველაფერი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ჩემი აზრით, კონსტიტუციაში, რაც წერია, იმის საწინააღმდეგოს აკეთებენ. კონსტიტუციაც ირღვევა, სისხლის სამართალიც, მილიონი კანონი ირღვევა, რომელიც მოქმედია. დღეს ჩვენ სამართლებრივ სივრცეში ვარსებობთ? თუკი არჩევნები ჩატარდება და ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას, უკვე ვეღარ შეძლებენ გაყალბებითაც გამარჯვებას. იმდენად მძიმე ვითარებაში არიან დღეს, რომ მარცხისთვის არიან განწირულები. ნორმალური ოპოზიციის პირობებში არჩევნებში მოგების შანსი აქვთ 0.01%-ი. ამას ვერ ვიტყოდით 2023-ში, 2024-ში. დღევანდელი ვითარებით ყველაფერი ნათელია. ეს არის ძალიან სახიფათო გზა, რომელიც ამ ადამიანებმა აირჩიეს“,- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო