ჯეი დი ვენსის განცხადებით, აშშ-ის ბირთვული არსენალის ტესტირება მისი სათანადო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად არის საჭირო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება ბირთვული ტესტირების პოტენციურად განახლების შესახებ დაკავშირებულია აშშ-ის ბირთვული არსენალის ფუნქციონირების შენარჩუნების აუცილებლობასთან.

ვენსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპის განცხადება „თავისთავად მეტყველებს“ და დასძინა, რომ აშშ-ს, რუსეთს და ჩინეთს „დიდი ბირთვული არსენალი“ აქვთ.

“ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია იმაში დარწმუნება რომ ჩვენს ხელთ არსებული ბირთვული არსენალი რეალურად სწორად ფუნქციონირებს და ეს ტესტირების რეჟიმის ნაწილია“,- აღნიშნა ვენსმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი თანამშრომლობს სხვა ქვეყნებთან, „მათთანაც კი, ვისთანაც საუკეთესო ურთიერთობები არ გვაქვს“, ბირთვული იარაღის გავრცელების შეზღუდვის მიზნით.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე