რუსებმა სუმის ოლქს დაარტყეს, დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი

უკრაინის სუმის ოლქზე რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად თერთმეტი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი, დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 31 ოქტომბრის ღამეს, რუსეთმა სუმის საცხოვრებელ უბნებსა და ინფრასტრუქტურაზე დარტყმების სერია განახორციელა.

ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, ზედა სართულებზე ხუთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა.

ამასთან, თავდასხმის შედეგად კერძო სექტორში ორ დამხმარე შენობას ცეცხლი გაუჩნდა, აფეთქების ტალღამ კი ხუთბინიანი ერთსართულიანი შენობა დააზიანა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა