Reuters - რუსეთმა უკრაინაში გამოიყენა რაკეტა, რომელმაც დონალდ ტრამპს ბირთვული შეთანხმებიდან გასვლა აიძულა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, ბოლო თვეებში რუსეთი უკრაინას იმ ფრთოსანი რაკეტით დაესხა თავს, რომლის საიდუმლო შემუშავებამაც დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე პირველი ვადით ყოფნის დროს მოსკოვთან ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ შეთანხმების მიტოვებისკენ უბიძგა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ანდრეი სიბიგას კომენტარები პირველი დასტურია იმისა, რომ რუსეთმა ბრძოლაში 9M729 ტიპის რაკეტა გამოიყენა - უკრაინაში თუ სხვაგან.

ამასთან, კიდევ ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ რუსეთმა აღნიშნული რაკეტა უკრაინის მიმართულებით აგვისტოს შემდეგ 23-ჯერ ისროლა. წყაროს ცნობით, უკრაინამ ასევე დააფიქსირა 9M729-ის ორჯერ გაშვება 2022 წელს. გამოცემას სამხედრო წყარომ განუცხადა, რომ რუსეთის მიერ 5 ოქტომბერს გაშვებულმა 9M729 ტიპის რაკეტამ უკრაინის ტერიტორიამდე მიღწევამდე 1200 კმ-ზე მეტი მანძილი იფრინა.

ცნობისთვის, 9M729 რაკეტის გამო შეერთებულმა შტატებმა 2019 წელს საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების (INF) ხელშეკრულება დატოვა. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ რაკეტა ხელშეკრულებას არღვევდა და 500 კმ-იან ლიმიტზე უფრო დიდ მანძილზე ფრენა შეეძლო, თუმცა რუსეთმა ეს უარყო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე