„საქართველოს ბანკი“ საუკეთესო AI ბანკია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესის მიმართულებით - Global Finance

Global Finance-ის პირველ დაჯილდოებაზე AI In Finance Awards, რომელიც ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის როლს აღიარებს, „საქართველოს ბანკმა“ ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის – ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესის მიმართულებით საუკეთესო AI ბანკის ტიტული მოიპოვა.

დაჯილდოება მსოფლიოს მასშტაბით აღიარებს იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს საბანკო საქმიანობის ტრანსფორმაციისა და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით წარმატებით იყენებენ.

საქართველოს ბანკმა კიდევ სამ ნომინაციაში გაიმარჯვა, ესენია:

  1. საუკეთესო პრემიუმ საბანკო მომსახურება ბიზნესისთვის;
  2. საუკეთესო პრემიუმ საბანკო მომსახურება სამომხმარებლო მიმართულებით;
  3. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სამომხმარებლო მიმართულებით საუკეთესო AI ბანკი.

“Global Finance სიამაყით აცხადებს AI In Finance-ის პირველი დაჯილდოების გამარჯვებულებს. ხელოვნური ინტელექტი ფინანსურ სფეროში ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თუმცა მისი როლი გარდამტეხია და მომავალში ინდუსტრიას ძირეულად შეცვლის” – განაცხადა ჯოზეფ დ. ჯიარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა.

„ეს აღიარება ადასტურებს, რომ საქართველოს ბანკი წარმატებით იყენებს ხელოვნურ ინტელექტს ბიზნესისა გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ჩვენთვის ეს ტექნოლოგია მხოლოდ ინსტრუმენტი არაა, არამედ გზა, რომლითაც თითოეულ მომხმარებელს უფრო სწრაფ და პერსონალიზებულ სერვისს ვთავაზობთ,“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების გამარჯვებულები შეირჩნენ CGI-ის ექსპერტთა ჟიურის მიერ, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება Global Finance-ის რედაქციამ მიიღო.

ამასთანავე, Global Finance-მა მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების 26-ე დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად, ჯამში კი 6 ნომინაციაში გამარჯვებულად დაასახელა.

(R)

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს