ირაკლი კობახიძე - შეგიძლიათ მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი შესყიდვა, ტენდერი და პროექტი ნახოთ - თუ სადმე კორუფციის ნიშნებს ნახავთ, პირადად ვაგებ პასუხს

2024 წლის თებერვლიდან მთავრობის ყველა აქტი სრულიად ღია და გამჭვირვალეა. შეგიძლიათ მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი შესყიდვა, ტენდერი და პროექტი ნახოთ - თუ სადმე კორუფციის ნიშნებს ნახავთ, პირადად ვაგებ პასუხს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

როგორც კობახიძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა არ არის და ის სისტემის გახსნას, გამჭვირვალობის უზრუნველყოფას გულისხმობს.

“პირველ რიგში, ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რასაც იმ მომენტიდან ვაკეთებთ, რაც ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა - 2024 წლის თებერვლიდან. მაქსიმალური ზომები მივიღეთ იმისთვის, რომ კორუფციის პერსპექტივა ნულამდე დაგვეყვანა.

2024 წლის თებერვლიდან მთავრობის ყველა აქტი არის სრულიად ღია და გამჭვირვალე. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს, რომ გამოქვეყნებულია ათასობით აქტი. ერთი აქტიდან მაინც თუ ამოიკითხავთ კორუფციის ნიშნებს, მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი.

მაგალითად, ტენდერებთან დაკავშირებით ყველა პროცედურა ღია და გამჭვირვალე იქნება. აქაც პრაქტიკა რადიკალურად შეიცვალა. ხშირად ხდებოდა ქონების პირდაპირი წესით გასხვისება და ბიუჯეტი კარგავდა თანხებს. 2024 წლის თებერვლიდან ყველა ობიექტი აუქციონზე გადის. თეორიულად შეუძლებელია რაიმე კორუფციული გარიგების დადება. ეს არის მთავარი, როცა ჩვენ კორუფციის დაძლევაზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს