ირაკლი კობახიძე - ვერც კი წარმომიდგენია, 20 წლის წინ ასეთი რამ გაეკეთებინა, გერმანიის ბუნდესტაგს - ერთი: საერთოდ არ სცემენ კითხვებზე პასუხს და მეორე: რასაც სცემენ, ისიც ტყუილია - ხედავთ, სადამდე მივიდა ევროპული ბიუროკრატია?

20 წლის წინ ვერც კი წარმომიდგენია ასეთი რამ გაეკეთებინა, გერმანიის ბუნდესტაგს - ერთი: საერთოდ არ სცემენ კითხვებზე პასუხს და მეორე, რასაც სცემენ, ისიც ტყუილია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გერმანიის მთავრობის პასუხებს გამოეხმაურა, რომელიც საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქმიანობას შეეხებოდა.

მისი თქმით, „რაც ქართველმა ხალხმა კარგად იცოდა, ის დადასტურდა იმ ტყუილმა და ბუნდოვანებამ, რომელიც გერმანიის მთავრობის მხრიდან ჩანს“.

„ხედავთ, სადამდე მივიდა ევროპული ბიუროკრატია, სადამდე მივიდა ევროპული პარლამენტარიზმი?! 20 წლის წინ ვერც კი წარმომიდგენია ასეთი რამ გაეკეთებინა, გერმანიის ბუნდესტაგს. ერთი: საერთოდ არ სცემენ კითხვებზე პასუხს და მეორე: რასაც სცემენ, ისიც ტყუილია. მართლა, სადამდე მივიდა გერმანული და ზოგადად ევროპული ბიუროკრატია და პარლამენტარიზმი?!

ძალიან დასანანი და სამწუხაროა, რომ როცა კითხვებზე პასუხის გაცემის გეშინია, აქ ჩანს, რომ პროცესები სუფთად არ წარიმართება. რაც ძალიან კარგად იცოდა ქართველმა ხალხმა, რეალურად ის დაადასტურა იმ ტყუილმა და ბუნდოვანებამ, რომელიც გერმანიის მთავრობის მხრიდან ჩანს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, გერმანიის მთავრობამ უპასუხა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვებს, რომლებიც საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქმიანობას შეეხებოდა. წერილში აღნიშნულია, რომ პეტერ ფიშერის მიერ საქართველოში „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ძვირადღირებული ქონების ქირავნობის შესახებ გავრცელებული ცნობა სიმართლეს არ წარმოადგენს.

ასევე, წერილში საუბარია, პეტერ ფიშერის საქართველოს მთავრობის წევრებთან და და ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებს, თუ რამდენად შეესაბამებოდა ეს შეხვედრები, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო