შალვა პაპუაშვილი - სანქციების გვერდის ავლის აღკვეთა არა ვალდებულება, არამედ ჩვენი კეთილი ნებაა - როდესაც ბრიუსელი ამ კეთილ ნებას, მის მიერ დაქირავებული „ენჯეოების“ თავდასხმით პასუხობს, ეს საქართველოს მიმართ მათ საბჭოთა დამოკიდებულებას ამჟღავნებს

ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციები დაწესებული არ აქვს და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის აღკვეთა არა საქართველოს ვალდებულება, არამედ ჩვენი კეთილი ნებაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

აღნიშნულით პაპუაშვილი ეხმაურება „მითების დეტექტორის“ შეფასებას, რომ სანქციების გვერდის ავლის რისკთან დაკავშირებით საქართველოს საქმიანობაზე ევროკავშირის წერილის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები „მანიპულაციაა“.

როგორც ის აღნიშნავს, როდესაც ბრიუსელი ამ კეთილ ნებას, მის მიერ დაქირავებული „ენჯეოების“ თავდასხმით პასუხობს, ეს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ ბრიუსელის საბჭოთა დამოკიდებულებას ამჟღავნებს

,,საინტერესოა, რომ ბრიუსელი ჩვენ მიერ სანქციების სისტემის დაცვას ამგვარი დაფინანსებული პროპაგანდით პასუხობს.

ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციები დაწესებული არ აქვს და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის აღკვეთა არა საქართველოს ვალდებულება, არამედ ჩვენი კეთილი ნებაა.

როდესაც ბრიუსელი ამ კეთილ ნებას, მის მიერ დაქირავებული „ენჯეოების“ თავდასხმით პასუხობს, ეს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ ბრიუსელის საბჭოთა დამოკიდებულებას ამჟღავნებს. ამაზე ითქმის მადლობის მაგიერიო“, - წერს პაპუაშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი