ვატო სურგულაძე კახა კალაძეს - თბილისი აღარც სინათლის ქალაქია, აღარც სიყვარულის, აღარც მშვიდობის, ეს არის „ქალაქი-საცობი“, დიდი დიღმიდან გამოსვლას 2 საათი მოვანდომე, სამტრედიაში ჩახვალ 2 საათში - „ბას ლეინიც“ „სუს ლეინი“ ნუ იქნება!

ბატონო კახი, „ბას ლეინი“ „ბას ლეინი“ იყოს, „სუს ლეინი“ ნუ იქნება! როდესაც პოლიცია აჩერებს მანქანას და ამოწმებს, ეს ხდება „ბას ლეინზე“. პარტიის გენერალური მდივანი ხართ და არ გაგიჭირდებათ ამ საკითხის მოგვარება, - ასე მიმართა საკრებულოს „ძლიერი საქართველო-ლელოს“ დეპუტატმა ვატო სურგულაძემ დედაქალაქის მერს კახა კალაძეს.

მისი თქმით, თბილისი არა სინათლის სიყვარულის და მშვიდობის ქალაქია, არამედ არის „ქალაქი-საცობი“.

„მართლა დეჟავუ მაქვს - 4 წლის წინ საუბრობდით ახალ ლიფტებზე, საბაგირო გზებზე, ახალ მეტროზე, ტრამვაიზეც. იმავეს საუბრობთ ახლაც. ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის ავარიული სახლები. გიორგი ტყემალაძემ კი წარმოგვიდგინა გეგმა, მაგრამ სწრაფად როგორ განხორციელდება ეს, ვერ დავინახე. ადგილობრივი ხელისუფლების ამოცანა არის ის, რომ ადამიანს ქალაქში ცხოვრების არ ეშინოდეს. უამრავი პრობლემაა და უბრალოდ თბილისი აღარც სინათლის ქალაქია, აღარც სიყვარულის, აღარც მშვიდობის. ეს არის ქალაქი საცობი. აქედან დიდ დიღომში საათ ნახევარი მინდა, ამის წინ მოსვლას 2 საათი მოვანდომე. სამტრედიაში ჩახვალ თბილისიდან 2 საათში. გასაგებია, რომ მეტროს აშენება ძალიან ძნელია და ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ თუ არ დავიწყეთ, ვერც ვერასდროს დავამთავრებთ. 18-მეტრიანმა ავტობუსებმა ვერ უშველა. ბატონო კახი, „ბას ლეინი“ „ბას ბეინი“ იყოს, „სუს ლეინი“ ნუ იქნება. როდესაც პოლიცია აჩერებს მანქანას და ამოწმებს, ეს ხდება „ბას ლეინზე“. პარტიის გენერალური მდივანი ხართ და არ გაგიჭირდებათ ამ საკითხის მოგვარება“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ