ვასილ მალიუკი - წლის დასაწყისიდან დღემდე მტრის „პანცირის" სისტემების 48% გავანადგურეთ

უკრაინის თავდაცვის ძალებმა მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოყოლებული წარმატებით ჩაატარეს ოპერაცია რუსეთში ნავთობის წარმოებისა და გადამუშავების თითქმის 160 ობიექტის წინააღმდეგ, - ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვასილ მალიუკმა განაცხადა.

„თუ ავიღებთ მიმდინარე წლის სექტემბერსა და ოქტომბერს, ეს 20 ობიექტია. მათ შორისაა ექვსი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ორი ნავთობტერმინალი, სამი ნავთობბაზა და ცხრა ნავთობსაქაჩი სადგური. ამან გამოიწვია ნავთობპროდუქტების შიდა ბაზარზე 20%-ზე მეტი დეფიციტი, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სიმძლავრის 37%-ის შეფერხება და რუსეთის ფედერაციის 57 რეგიონში ნავთობპროდუქტების დეფიციტი და ბენზინის ექსპორტის აკრძალვა მიმდინარე წლის ბოლომდე“, - განაცხადა მალიუკმა.

მისი თქმით, აღნიშნული ობიექტები ლეგიტიმური სამიზნეები არიან. ვინაიდან ნავთობის წარმოება და გადამუშავება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის 90%-ს შეადგენს.

„მიღწეულზე არ გავჩერდებით. ასევე აღსანიშნავია, რომ მტერს ძალიან ძლიერი საჰაერო თავდაცვა აქვს. მათი „პანცირი" ყველაზე კარგად მუშაობს ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი დრონების წინააღმდეგ. წლის დასაწყისიდან დღემდე მტრის "პანცირის" სისტემების 48% გავანადგურეთ. ეს დღეს პრიორიტეტია, როგორც ეს უკრაინის პრეზიდენტმა განსაზღვრა. ისინი წელიწადში 30-ს აწარმოებენ. თუმცა, განადგურების რაოდენობა გაცილებით აღემატება მათ წარმოებას“, - აღნიშნა მალიუკმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის