ირაკლი კობახიძე - გახარიას პარტია რადგან გამოვიდა საბოტაჟის რეჟიმიდან, ამით გადაარჩინა პარტია - „ლელოს“ რომ არ გაეუქმებინა მანდატები და პარლამენტში რომ შემოსულიყო, სარჩელიდან მისი ამოღებაც მოგვიწევდა

სარჩელში მთავარი საყრდენი გახარიასა და მისი გუნდის მიმართ საბოტაჟი იყო, გამომდინარე აქედან, რადგან გამოვიდა საბოტაჟის რეჟიმიდან, ამით გადაარჩინა პარტია - „ლელოს“ რომ არ გაეუქმებინა მანდატები და პარლამენტში რომ შემოსულიყო, სარჩელიდან მისი ამოღებაც მოგვიწევდა, თუმცა საბოტაჟის რეჟიმში დარჩა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს გამოეხმაურა, რომლითაც მმართველი პარტია 3 პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვას ითხოვს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ თავი გადაირჩინა, მისი მისამართით გაჟღერებული ბრალდებები ძალაში რჩება.

„სამართლებრივად გიორგი გახარიამ და მისმა პარტიამ თავი გადაირჩინა. სარჩელში მთავარი საყრდენი გახარიასა და მისი გუნდის მიმართ საბოტაჟი იყო, გამომდინარე აქედან, რადგან გამოვიდა საბოტაჟის რეჟიმიდან, ამით გადაარჩინა პარტია აკრძალვის შესახებ სარჩელში მოხვედრისგან.

თუმცა, ის ბრალდებები რაც ისმოდა მისი მისამართით, ძალაში რჩება, იგივე ჩორჩანა, იგივე საბოტაჟში მონაწილეობა.

არის კონკრეტული ქმედებები, რომლებიც შესაძლოა, პარტიის აკრძალვის საფუძველი გახდეს და არის კონკრეტული ქმედებები, რომელიც შეიძლება არ გახდეს პარტიის აკრძალვის საფუძველი, თუნდაც ეს ქმედებები დანაშაულებრივი იყოს.

რაც შეეხება „ლელოს“, ის დარჩა საბოტაჟის რეჟიმში. „ლელოს“ რომ არ გაეუქმებინა მანდატები და პარლამენტში რომ შემოსულიყო, სარჩელიდან მისი ამოღებაც მოგვიწევდა, თუმცა საბოტაჟის რეჟიმში დარჩა, აქედან გამომდინარე დარჩა სარჩელშიც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართა. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში