მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიასთან ურთიერთობები - ძალიან დასანანია, რომ გარკვეული აქტორების ქმედებები ხელს უშლის ამ ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაში წარმართვას და აზიანებს მათ

კითხვები, რა თქმა უნდა, არსებობს. ჩვენ ეს კითხვები არ დაგვიმალავს. ასევე, საკმაოდ ხმამაღლა ჟღერდება ქართული პოლიტიკური სპექტრიდან, როდესაც საქმე ეხება ამ შემთხვევაში გერმანიის ელჩის საქმიანობას საქართველოში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია გერმანიის სახელმწიფოსთან ურთიერთობები, და ძალიან დასანანია, რომ გარკვეული აქტორების ქმედებები ხელს უშლის ამ ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაში წარმართვას და აზიანებს მათ, -ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, პასუხები, რაც მოვისმინეთ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით, არც სრულყოფილია და არც დამაკმაყოფილებელი.

„კითხვები არსებობს, არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში, არამედ გერმანულ საზოგადოებაშიც, და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ კითხვებზე რეალურად პასუხები გაუცემელი რჩება. ჯერ კიდევ ბუნდოვანია ის საქმიანობა გერმანიის საზოგადოებისთვის, თუმცა ქართული საზოგადოება კარგად ხედავს, თუ რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

აღნიშნულ კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს