ევროკავშირის წარმომადგენლობა - ბოლო ათწლეულების განმავლობაში, Erasmus+ პროგრამის მეშვეობით 13 000-ზე მეტმა სტუდენტმა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენელმა საქართველოდან ისწავლა და გაიარა ტრენინგები ევროპაში

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, Erasmus+ პროგრამის მეშვეობით 13 000-ზე მეტმა სტუდენტმა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენელმა საქართველოდან ისწავლა და გაიარა ტრენინგები ევროპაში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სტუდენტების მგზავრობის, სწავლისა და ცხოვრების ხარჯები სრულად იყო დაფინანსებული ევროკავშირის მხრიდან.

„ამ გაცვლებმა კარი გაუღო განათლებასა და ინოვაციებს, რაც ახალგაზრდებს საქართველოდან დაეხმარა ახალი უნარების, პერსპექტივებისა და კარიერული შესაძლებლობების შეძენაში.

Erasmus Mundus პროგრამის მიერ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების სტიპენდიით 290 ქართველმა სტუდენტმა ისწავლა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში - რამაც მათ აკადემიურ წარმატებასა და პროფესიულ ზრდას შეუწყო ხელი.

ამავდროულად, 22 000-ზე მეტმა ახალგაზრდამ საქართველოდან მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ახალგაზრდების სასწავლო მობილობაში, კულტურულ პროექტებსა და სასწავლო პროგრამებში, რაც დიალოგს, ჩართულობას და საერთო ევროპული ღირებულებების გაზიარებას აძლიერებდა.

🇬🇪🇪🇺 ევროკავშირის ფარგლებს გარეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის საქართველო მე-4 ადგილზეა Erasmus+ პროგრამის საშუალებით გამავალი მობილობის მხრივ - რაც ასახავს საქართველოს მოქალაქეების სურვილს მიიღონ ცოდნა, გამოცდილება დაამყარონ კავშირები ევროპაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს