თენგიზ შარმანაშვილი - იმიტომაც არ მივიღეთ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა რომ ვიცოდით, ჩვენი ე.წ. დაუძინებელი მეგობრები რაღაც არნახულ უსამართლობას ჩაიდენდნენ, ასეც მოხდა - მთლად ასე თუ შეტოპავდნენ არ გვეგონა

იმიტომაც არ მივიღეთ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა, რომ ვინც ამას ორგანიზებას უწევდა ევროპარლამენტის მხრიდან, ვინც აქტიურობდა, ისინი ჩვენი ე.წ. დაუძინებელი მეგობრები არიან და ვიცოდით, რომ რაღაც სკანდალურს და რაღაც არნახულ უსამართლობას ჩაიდენდნენ და მართლაც ასე მოხდა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

შარმანაშვილის თქმით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეისგან ყველაფერს ელოდნენ, მაგრამ ასე შორს თუ წავიდოდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის არალეგიტიმური ეწოდებინათ, არ ეგონათ.

„არაფერი ძნელი სავარაუდო არ იყო, მაგრამ მთლად ასე თუ შეტოპავდნენ და იტყოდნენ, რომ ხელისუფლებას არ ცნობდნენ და ის არალეგიტიმურია, მართლაც არ გვეგონა. მაგრამ აქამდეც მივიდნენ, იმიტომ, რომ ეს ადამიანები მუდმივად ამას ამტკიცებდნენ და არ დაგიდევდნენ არანაირ მტკიცებულებას, ყოველთვის თავისი გამოგონებული ნარატივებით საუბრობდნენ. ამიტომ ასეთ არასერიოზულ დამოკიდებულებას ჩვენ ვერ ავიტანთ. წინასწარ ვიცოდით ეს, ვვარაუდობდით და არ მივიღეთ მონაწილეობა, მომავალშიც არ მივიღებთ მონაწილეობას. ვიდრე არ გამოასწორებენ ამ მიდგომებს, იმიტომ, რომ შეუძლებელია ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა. თვითონ ლაპარაკობენ. რომ არალეგიტიმურიაო და ამ დროს, ევროპული სტრუქტურებიდან მოდის წერილები, რომლითაც მოგვიწოდებენ, რომ პროცედურები დავიცვათ ისე, რომ რუსეთს არ მიეცეს საშუალება, რომ გვერდი აუაროს იმ სანქციებს, რომელიც ევროპას აქვს დაწესებული და მადლობას გვიხდიან, რომ აქამდე კარგად აკეთებდით და იქნებ მომავალშიც გავაგრძელოთ თანამშრომლობაო. ასეთი ჩამოუყალიბებელი და ასეთი ურთიერთგამომრიცხავი დამოკიდებულება როდესაც არის, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ სერიოზულად ვერ აღვიქვამთ. ვიდრე არ დაუბრუნდებიან ურთიერთობის სერიოზულ ფორმატებს, მანამდე ჩვენ იქ არაფერი გვესაქმება“,- განაცხადა შარმანაშვილმა.

ამასთან კითხვაზე, ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ მომავალშიც არ მიიღოს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა, ხომ არ გამოიწვევს უფრო ხისტ რეაქციას ევროპის მხრიდან, მათ შორის გაფართოების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებისას, შარმანაშვილმა აღნიშნა, რომ ისინი საქართველოში გადადგმულ ნაბიჯებს არ უყურებენ და მხოლოდ რევოლუციური პროცესების აგორების თავისი გეგმით მოქმედებენ.

„არ გეგონოთ, რომ ისინი ჩვენს რაიმე ნაბიჯებს უყურებენ. მათ აქვთ თავისი დასახული გეგმა რევოლუციური პროცესების აგორებისა და ისინი ამას განახორციელებენ ნებისმიერ სიტუაციაში. ჩვენ კი არ გამოვუცხადეთ ბოიკოტი ევროსნესტს, ევრონეტსმა გამოაცხადა ბოიკოტი საქართველოს მიმართ. ისინი ახდენენ სიმართლისა და სამართლიანობის ბოიკოტირებას და, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი რეაქცია იყო საპასუხო. არაფერს კარგს არ ველოდებით, იმიტომ, რომ ევრობიუროკრატაია ერთი მხრივ აქვეყნებს თავის საიტებზე რეიტინგებს საქართველოსთან მიმართებით და ყველა პარამეტრში ლიდერები ვართ და მეორე მხრივ, აცხადებენ, რომ უკუსვლაა დემოკრატიის. ასეთი ადამიანებისგან რას უნდა ელოდო სამართლიანს? ჩვენ არაფერს არ ველოდებით სამართლიანს. არ ვფიქრობთ, რომ ევრონესტზე განცხადება რომ გაგვეკეთებინა, ესენი უკეთეს რეზოლუციებს მიიღებდნენ მომავალში. არა, რა თქმა უნდა, ესენი არიან დესტრუქციული ელემენტები, რომლებიც აქ პრეზიდენტის სასახლის აღება, რომ მიმდინარეობდა მაშინაც თანადგომას უცხადებდნენ. რას უნდა ელოდო ასეთი ადამიანებისგან თუ საღი აზრი გაგაჩნია და ჩვენ საღი აზრი გაგვაჩნია“.- განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში. პარლამენტის თავმჯდომარემ გადაწყვეტილება იმ მტრული დამოკიდებულებით ახსნა, რომელიც ევროპარლამენტის კონკრეტული ძალების მხრიდან საქართველოს მისამართით გამოვლინდა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში