ლევან მახაშვილი - სანამ არ იქნება შესაბამისი გარემო დიალოგისთვის, ურთიერთპატივისცემისთვის, აღარ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას ევრონესტის სესიებში - ევროპარლამენტის მხრიდან პატივისცემის შემთხვევაში დავუბრუნდებით ასამბლეას

მერამდენე შემთხვევაა, როდესაც ევროპარლამენტი ევრონესტის ძირითადი ღირებულებების, ძირითადი პრინციპების დარღვევით განაგრძობს მისი მეზობლების უპატივცემულობას ამ შემთხვევაში საქართველოსა და საქართველოს მოსახლეობის არჩევანის მიმართ,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი რეზოლუციას, რომელიც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით მიიღეს.

მახაშვილის განმარტებით, საქართველო ევრონესტის სესიებში მონაწილეობას იქამდე არ მიიღებს, სანამ არ იქნება შესაბამისი გარემო დიალოგისა, ურთიერთპატივისცემისთვის.

„ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ, მოვუწოდეთ ევროპარლამენტარებს, რომ დაბრუნდებოდნენ ძირითადი პრინციპების პატივისცემას, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობენ საქართველოს არჩევანის უპატივცემულობას, შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სანამ არ იქნება შესაბამისი გარემო დიალოგისთვის, ურთიერთპატივისცემისთვის, რაც არის ძირითადი პრინციპები ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის, ამ პერიოდამდე ჩვენ აღარ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას ამ სესიებში. თუმცა, შესაბამისი გარემოს ჩამოყალიბების შემთხვევაში, ევროპარლამენტის მხრიდან პატივისცემის შემთხვევაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავუბრუნდებით ამ ასამბლეას. ასამბლეის მიღმა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ორმხრივ ფორმატებში ვაგრძელებთ ჩვენს მეზობლებთან, ჩვენს პარტნიორებთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრს სახელმწიფოებთან საპარლამენტო ურთიერთობებს.“- განაცხადა მახაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს