გერმანელი ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი - საქართველოს დელეგაციამ ბოიკოტი გამოუცხადა „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის სესიას - ახლა ისინი ჩივიან, რომ გადაწყვეტილებები არ მოეწონათ

აღსანიშნავია, რომ „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციამ ამ კვირაში ბოიკოტი გამოუცხადა ჩვენს სესიას, რითაც ხელიდან გაუშვა გადაწყვეტილებების მიღების ან თუნდაც მათი დაბლოკვის შანსი, - ასე ეხმაურება გერმანელი ევროპარლამენტარი, სერგეი ლაგოდინსკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ ევროპარლამენტმა ევრონესტის პლატფორმა მეზობელ ქვეყნებზე შანტაჟის, საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის იძულებით თავსმოხვევის იარაღად გადააქცია.

„ახლა ისინი ჩივიან, რომ გადაწყვეტილებები არ მოეწონათ, რომ არ არის ჭეშმარიტი და სამწუხაროა. ჩემი პოზიცია თავიდანვე ნათლად იყო გადმოცემული: არავის გაუუქმებია საქართველოს ოფიციალური დელეგაციის მოწვევა. მათ არჩიეს, არ მოსულიყვნენ“, - წერს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ, რომელშიც არ მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, მიიღო რამდენიმე რეზოლუცია, რომლებშიც „საქართველოსადმი მტრული, უსამართლო და პოლიტიკურად მიკერძოებული პოზიციებით ცნობილმა ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა დაამატა ისეთი ჩანაწერები, რაც ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ქართული საზოგადოებისთვის“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი