პუტინთან, ლუკაშენკოსთან და სხვებთან ერთად RSF-მა ბიძინა ივანიშვილი 2025 წლის პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაში შეიყვანა

პუტინთან, ლუკაშენკოსთან და სხვებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი 2025 წლის

პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაში მოხვდა,- შესაბამის სიას ორგანიზაცია “რეპორტიორები საღვრების გარეშე” (RSF) ავრცელებს.

“ისინი კლავენ, აჩუმებენ, აპატიმრებენ და თავს ესხმიან ჟურნალისტებს, გუდავენ მედიას, აკნინებენ ჟურნალიზმს ან მის კანონებს იყენებენ პროპაგანდისტული მიზნებისთვის ინფორმაციით მანიპულაციისთვის. კიდევ ერთხელ, 2025 წელს, მედიის პროფესიონალები სულ უფრო მრავალფეროვანი მტაცებლური ტექნიკის სამიზნე გახდნენ…

ისინი მოიცავენ მათ, ვინც წლებია დაუნდობლად დევნიან მედიას - ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და სი ძინპინს, როგორც მის მეთაურს, საუდის არაბეთის მოჰამენ ბინ სალმანს, ვლადიმირ პუტინსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს. ყველა მათგანმა 2025 წელს კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი ჟურნალისტებისა და მედიის გაუჩერებელი დევნით…

ვინაიდან ისინი გუდავენ მედიას ან მას უკანონო სასამართლო ზეწოლის ობიექტად ხდიან, შეერთებული შტატების ფედერალური კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი ბრენდან კარი, კამბოჯის პროკურორის მოადგილე სენგ ჰეანგი, და ქართველი მილიარდერი ოლიგარქი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შესული არიან 2025 წლის მტაცებელთა სიაში”, - ნათქვამია განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილთან ერთად სიაში ასევე არიან ჰაიბატულა ახუნძადა (ავღანეთი), ვლადიმირ პუტინი (რუსეთი), დანიელ ორტეგა (ნიკარაგუა), ალექსანდრ ლუკაშენკო (ბელარუსი), ილჰამ ალიევი (აზერბაიჯანი), ალი ხამენეი (ირანი), ნიკოლას მადურო (ვენესუელა), ვიქტორ ორბანი (უნგრეთი), ისრაელის თავდაცვის ძალები, ჩინეთის კომუნისტური პარტია, ალექსანდარ ვუჩიჩი (სერბეთი), ბურკინა-ფასოს სამხედრო ხუნტა, რეჯეფ თაიფ ერდოღანი (თურქეთი), მარგარიტა სიმონიანი (რუსეთი), ილონ მასკი (აშშ), ხავიერ მილეი (არგენტინა), რობერტ ფიცო (სლოვაკეთი) და სხვები.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა