დონალდ ტრამპმა პენტაგონს ნიგერიაში „ქრისტიანების მკვლელობის“ გამო სამხედრო მოქმედების მომზადება დაავალა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, პენტაგონს ნიგერიაში „ქრისტიანების მკვლელობის“ გამო სამხედრო მოქმედების მომზადება დაავალა.

„თუ ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობის დაშვებას გააგრძელებს, აშშ ნიგერიის დახმარებას დაუყოვნებლივ შეაჩერებს“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, შესაძლოა, აშშ ნიგერიაში „იარაღით შევიდეს და ისლამისტი ტერორისტები გაანადგუროს, რომლებიც ამ სისასტიკეს სჩადიან“.

„ომის დეპარტამენტს ვავალებ, რომ მოემზადოს შესაძლო მოქმედებისთვის. თუ ჩვენ შეტევას განვახორციელებთ, ეს სწრაფი და სასტიკი იქნება. ნიგერიის მთავრობამ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს