იტალიაში ზვავის ჩამოწოლას ხუთი გერმანელი მთამსვლელი ემსხვერპლა

იტალიაში ზვავის ჩამოწოლას ხუთი გერმანელი მთამსვლელი ემსხვერპლა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ზვავი ჩრდილოეთ იტალიაში, ორტლერის ალპებში ჩამოწვა.

მაშველების განცხადებით, ზვავმა მთამსვლელთა ორი ჯგუფი დაფარა.

„პირველი ჯგუფი თოვლში მთლიანად დაიფარა, სამივე მათგანი დაიღუპა“, - განაცხადეს მაშველებმა.

მთამსვლელთა მეორე ჯგუფის ოთხი წევრიდან მხოლოდ 2 გადარჩა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა