დონალდ ტრამპი - რვა ომი შევაჩერე, ვამბობდი: „თუ ბრძოლას არ შეწყვეტთ, თქვენს ორივე ქვეყანას ტარიფებს დავუწესებ - პუტინთან სხვაგვარად მოვიქეცი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან მსოფლიოში რვა ომი დაასრულა და ერთადერთი ომი, რომელთან დაკავშირებითაც, ჯერჯერობით, წარმატებას ვერ მიაღწია, რუსეთ-უკრაინის ომია.

„რვა ომი შევაჩერე. ერთადერთი, რომელშიც ჯერ ვერ მივაღწიე წარმატებას და - და ეს მოხდება - არის რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც, ვფიქრობდი, ყველაზე მარტივი იქნებოდა, რადგან პრეზიდენტ პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს“, - აღნიშნა ტრაპმა.

მისი თქმით, ომები ტარიფების დახმარებით შეაჩერა.

„იცით, როგორ შევაჩერე ისინი? ბევრ შემთხვევაში, შემთხვევათა 60%-ში ვამბობდი: „თუ ბრძოლას არ შეწყვეტთ, თქვენს ორივე ქვეყანას ტარიფებს დავუწესებ და ვერ შეძლებთ შეერთებულ შტატებთან ბიზნესის კეთებას“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ ეს მეთოდი პუტინთან არ მუშაობს და მას სხვა მიდგომის გამოყენება დასჭირდა.

„მასთან სხვაგვარად მოვიქეცი, რადგან რუსეთთან დიდ ბიზნესს არ ვაწარმოებთ, იცით? ის არ არის ისეთი, ვინც ჩვენგან ბევრს ყიდულობს, სისულელის გამო. ვფიქრობ, მას სურს ჩვენთან შემოსვლა და ვაჭრობა და რუსეთისთვის ბევრი ფულის გამომუშავება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა მას ომის რამდენიმე თვეში მოგვარება, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია, დიახ“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს