ირაკლი ლექვინაძემ სტუდენტებს კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები გააცნო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და მათთან ერთად კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას სხვადასხვა უნივერსიტეტების სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა, საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესისა და მედიცინის ფაკულტეტების როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტები ესწრებოდნენ.

ირაკლი ლექვინაძემ მოადგილე ლევან კალანდაძესთან და მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსთან, სერგო სანიკიძესთან ერთად, ახალგაზრდებს სააგენტოს მუშაობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მათ შორის, საუბარი კონკურენციის მნიშვნელობას, მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ანტიდემპინგურ ღონისძიებებსა და სტრატეგიული ბაზრების მიმდინარე მონიტორინგებს შეეხო.

GCCA კონკურენციასა და მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებით საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს პერმანენტულად მართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება