ირაკლი ლექვინაძემ სტუდენტებს კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები გააცნო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და მათთან ერთად კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას სხვადასხვა უნივერსიტეტების სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა, საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესისა და მედიცინის ფაკულტეტების როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტები ესწრებოდნენ.

„ირაკლი ლექვინაძემ მოადგილე ლევან კალანდაძესთან და მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსთან, სერგო სანიკიძესთან ერთად, ახალგაზრდებს სააგენტოს მუშაობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მათ შორის, საუბარი კონკურენციის მნიშვნელობას, მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ანტიდემპინგურ ღონისძიებებსა და სტრატეგიული ბაზრების მიმდინარე მონიტორინგებს შეეხო.

GCCA კონკურენციასა და მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებით საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს პერმანენტულად მართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს