დონალდ ტრამპი - ჩვენ გვაქვს საკმარისი ბირთვული იარაღი, რომ მსოფლიო 150-ჯერ ავაფეთქოთ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მის ქვეყანას საკმარისი ბირთვული იარაღი აქვს იმისთვის, რომ მსოფლიო 150-ჯერ ააფეთქოს და არ სურს, შეერთებული შტატები ერთადერთი ქვეყანა იყოს, რომელიც ბირთვულ იარაღს არ ცდის.

„გვაქვს უფრო მეტი ბირთვული იარაღი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას. რუსეთი მეორე ადგილზეა. ჩინეთი - მესამეზე. ჩვენ უნდა გავაკეთოთ რამე დენუკლეარიზაციასთან დაკავშირებით. დენუკლეარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია“, - აღნიშნა ტრამპმა CBS News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ეს საკითხი განიხილა როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ასევე ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან.

„გვაქვს საკმარისი ბირთვული იარაღი, რომ მსოფლიო 150-ჯერ ავაფეთქოთ. რუსეთს ბევრი ბირთვული იარაღი აქვს და ჩინეთსაც ექნება ბევრი. მათ აქვთ გარკვეული რაოდენობა. მათ აქვთ საკმაოდ ბევრი“, - აღნიშნა ტრამპმა.

კითხვაზე, რატომ უნდა გამოსცადოს შეერთებულმა შტატებმა ბირთვული იარაღი, ტრამპმა უპასუხა: „იმიტომ, რომ უნდა ნახო, როგორ მუშაობენ ისინი“.

„გამოცდა იმიტომ ხდება, რომ რუსეთმა გამოაცხადა, რომ გამოცდიდა. ჩრდილოეთ კორეა მუდმივად ატარებს ტესტირებას. სხვა ქვეყნებიც. ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც არ ატარებს გამოცდას და არ მინდა ვიყოთ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არ ატარებს გამოცდას“, - აღნიშნა ტრამპმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს